Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თავზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაზალეთი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. 1922 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების, ფაკულტეტზე, მაგრამ მალე გადავიდა მოსკოვის პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა და მუშაობდა დოცენტად. ამასთანავე ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ საქმიანობას. ქართული მწერლობისა და თეატრის საკითხებზე ბეჭდავდა სტატიებს რუსულ და ევროპულ ენებზეც. 1930 წელს გ. თავზიშვილი დაინიშნა თბილისის უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო ნაწილში, 1933–1938წწ. სათავეში ჩაუდგა პედაგოგიკის კვლევით ინსტიტუტს, ხოლო 1938–1958წწ. თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგეა. გიორგი თავზიშვილმა 70-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი მიუძღვნა პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებს. ამავე დროს იყო საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი და საუკეთესო მკვლევარი, ისტორიკოსი და კრიტიკოსი. მისი შრომის შედეგია იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, ილიას რჩეული პედაგოგიური თხზულებები, მონოგრაფიები ი. გოგებაშვილზე, ს. მგალობლიშვილზე, ეკ. გაბაშვილზე, ნ. ნაკაშიძეზე და სხვა. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.487 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |