The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი I (საქართველოს მეფე)

დაბადების თარიღი:998
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 1027
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისში. 998 ან 1002 წელს; საქართველოს მეფე 1014-1027წწ., გაერთიანებული საქართველოს პირველი დიდი მეფის ბაგრატ III-ის ძე; გამეფებისთანავე მცირეწლოვან მეფეს დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ და კახეთ-ჰერეთი საქართველოს ჩამოაშორეს; გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, 1014-1016წწ. შეიჭრა ტაოში დაიბრუნა იგი; 1019 წელს ბასილი II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა; გიორგი I-მა კარგად იცოდა, თუ რაოდენ ძნელი იქნებოდა ბრძოლა ბასილი II-ის წინააღმდეგ და საომრად დიდი მონდომებით დაიწყო მზადება; მან თხოვნით მიმართა ბიზანტიის მოწინააღმდეგეს, ეგვიპტის სულთანს ალ-ჰაქიმს და ერთობლივი საომარი ოპერაციები შესთავაზა, მაგრამ სულთნის მოულოდნელი გარდაცვალების გამო ეს კავშირი ვერ განხორციელდა; ბიზანტიასთან ომში გიორგი I-ის მოკავშირეები იყვნენ კახეთ-ჰერეთი, მეზობელი სომეხი მეფეები: ანისის მეფე იოანე სუმბატი და მისი ვასალი ვანანდის სამეფო, ვასპურაკანის მეფე სენექერიმი; 1021 წელს ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა; ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ; გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთში გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა; კეისარი მოერიდა ომის გაგრძელებას, დასაზამთრებლად ქალდიაში(ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისთვის სამზადისს შეუდგა; გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება გამართა, ამასთანავე ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად; ამ დროს ბიზანტიასში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე ფოკას და ქსიფეს მეთაურობით; გიორგი I-მა კავშირი დაამყარა მათთან და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე, მაგრამ აჯანყება დამარცხდა და მასში ქართველთა მონაწილეობაც გამჟღავნდა; კეისარმა კვლავ მოსთხოვა გიორგი I-ს სადავო ტერიტორიების დაცლა; საქართველოს მეფემ ბასილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა; მან გაანაახლა საზავო მოლაპარაკება და თან ბრძოლისათვის მზადება, მაგრამ ბასილი II-მ დაასწრო ბძოლის დაწყება; თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I-ის მხარეზე იყო, საბოლოოდ კი ქართველები დამარცხდნენ; 1022-1023წწ. გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებზე; სადავო ტერიტორია ისევ ბიზანტიამ მიიტაცა, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი 3 წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში; საქართველომ დაკარგა ე. წ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა; როგორც ჩანს გიორგი I ემზადებოდა რევანშისათვის 1025 წელს გამომჟღავნდა ვასკურაპანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც გიორგი I იყო; გიორგი I-ის მეფობის დროს საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები, აიგო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.16


გააზიარე: