Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი I![]()
Biographyიმერეთის მეფე 1389-1392წწ. ბაგრატ I ერისთავის ძე; გიორგი I-ის გამეფების დროს იმერეთის, მ. შ. ქუთაისის, ზოგიერთი ციხესიმაგრე, ჯერ კიდევ საქართველოს მეფეს ბაგრატ V-სა და მის მემკვიდრეს გიორგის ეჭირათ; გურიის, ოდიშისა და სხვა მთავრებიც მათ მხარეზე იყვნენ და გიორგი I-ის მეფობას არ ცნობდნენ; გიორგი I-მა მოახერხა აღნიშნულ ციხესიმაგრეთა დაკავება; 1390 წელს გიორგი I-მა აფხაზთა კათოლიკოსად არსენი დასვა და ამით სასულიერო ფეოდალთა წრეშიც დასაყრდენი გაიჩინა; 1392 წელს ოდიშის მთავრის ვამეყ I დადიანის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა; თვითონაც ამ ბრძოლაში დაიღუპა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.17
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |