შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი II (აფხაზთა მეფე)![]()
ბიოგრაფიააფხაზთა(დასავლეთ საქართველოს) მეფე 922-957წწ., კონსტანტინე III-ის ძე; მეფობის პირველ წლებში სამეფო ტახტს ნახევარძმა ბაგრატი ეცილებოდა; გიორგი II-ის ხელისუფლება მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ განმტკიცდა; მის სამეფოში შედიოდა ქართლი, რომლის ერისთავადაც თავისი უფროსი შვილი კონსტანტინე დაინიშნა; ქართლის აზნაურების მხარდაჭერით კონსტანტინე, რომელსაც გამეფება სურდა, მამას აუჯანყდა; გიორგი II-მ აჯანყება ჩააქრო, კონსტანტინე სიკვდილით დასაჯა და ქართლის ერისთავად თავისი მეორე ძე ლეონი(შემდეგში მეფე ლეონ III) დასვა; გიორგი II-ის დროს აფხაზთა სამეფომ პოლიტიკური ძლიერების მწვერვალს მიაღწია; X საუკუნის 20-იან წლებში გიორგი II კახეთში შეიჭრა და შეიპყრო ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელმაც ცნო აფხაზთა მეფის უფლებანი კახეთზე; გიორგი II-მ კვირიკე II გაათავისუფლა; შემდეგში გიორგი II-ის გაძლიერების მოწინააღმდეგე ქართლისა და კახეთის აზნაურთა დახმარებით კვირიკე II-მ დაიბრუნა კახეთი; 957 წელს გიორგი II-მ კახეთის დასაპყრობად ლაშქარი გაგზავნა თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით, მაგრამ გიორგი II გარდაიცვალა და ლეონი და კვირიკე დაზავდნენ; კვირიკემ ცნო აფხაზთა მეფის სიუზერენობა; გიორგი II-ის გავლენა ვრცელდებოდა ტაოკლარჯეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც; გიორგი II-ის ასული გურანდუხტი მეფეთამეფის გურგენის მეუღლე იყო; გიორგი II-ის აქტიური ხელშეწყობით X საუკუნის II ნახევარში ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა; ნაყოფიერად მოღვაწეობდა იგი კულტურის სფეროშიც; ქართული წყარო მას ეკლესიათა ამშენებელს უწოდებს; გიორგი II-მ დააარსა ჭყონდიდის(მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.18
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |