Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგოლა თალაკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1942-იდან ოზურგეთის (1942–1943 და 1946–1949), ზესტაფონის (1943–1945), თბილისის მოზარდ მაყურებელთა (1949–1952) და სანკულტურის (1952–1963) თეატრებში, ხოლო 1963-იდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკად. თეატრის მსახიობი იყო; უპირატესად სახასიათო როლებს ასრულებდა; მის მიერ შექმნილ სცენურ სახეებს ახასიათებს მკაფიო ინდივიდუალობა, ბუნებრიობა, სიმართლე და ორიგინალობა. გამორჩეული როლები: პეტუა (ა. ცაგარლის "ციმბირელი"), იერემია წარბა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ფაშა ეფენდი (ვ. გუნიას "და-ძმა"), ონისე (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ოსმან-აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), თავადი კოწია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), იოველი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), მწყემსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სპირიდონი (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი"), ნოე (ნ. წულეისკირის და გ. გეგეჭკორის "ძველი სამრეკლო"), ბერდია (კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია"); გ. თალაკვაძე წარმატებით მოღვაწეობდა კინოშიც. კინოროლებიდან აღსანიშნავია სრულიად განსხვავებული ხასიათის სახეები: ილო ("რაც მოგივა დავითაო", 1959), სოლომან მორბელაძე ("კარდაკარ", 1960, დ. კლდიაშვილის მიხედვით), ზოსიმე ("ბურთი და მოედანი", 1961), თეოფილე ("ჭიაკოკონა", 1961), კოწია ("მე ვხედავ მზეს", 1965), ილარიონი ("შეხვედრა წარსულთან", 1966), ილიკო პერტია ("დათა თუთაშხია", 1978), კოწია ("გამოაღეთ ფანჯრები", 1981), მიტო ("დღეს ღამე უთენებია", 1983), გოკიელი ("ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა", 1984) და სხვ. მონაწილეობდა რადიო და ტელედადგმებში. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.489; საქართველო : ენციკლოპედია : georgianencyclopedia.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.348 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |