Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ სოღომონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქუთინა, თურქეთი. 1893 წელს სწავლობდა ეჩმიაძინის სასულიერო აკადემიაში; 1895 წელს ცხოვრობდა თბილისში, სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში, პედაგოგი მ. გ. ეკმალიანი(კომპოზიცია); 1896–1899წწ. ბერლინში ეუფლებოდა მუსიკის თეორიასა და მუსიკის ისტორიას, პედაგოგი რ. შმიდტი(კომპოზიცია, გუნდის დირიჟორობა, გალობა), პარალელურად სწავლობდა უნივერსიტეტში, პედაგოგი ო. ფლეიშერი, ჰ. ბელერმანი(მუსიკისმცოდნეობა, ესთეტიკა); 1899–1910წწ. მოღვაწეობდა ეჩმიაძინში, სადაც აგროვებდა ხალხურ სიმღერებს, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სათავეში ედგა მუსიკალურ კლასებსა და სასულიერო გუნდს; ამიერკავკასიასა და ევროპაში ეწეოდა სომხური მუსიკის პროპაგანდას; 1910 წელს სასულიერო წრეებთან კონფლიქტის გამო გადასახლდა კონსტანტინეპოლში; ფსევდონიმად აირჩია VII საუკუნის სომეხი ჰიმნოგრაფის სახელი; სიცოცხლის უკანასკნელი 20 წელი დაავადებული იყო მძიმე ფსიქიკური დაავადებით; მისი სახელი ეწოდა სომხურ სახელმწიფო სიმებიან კვარტეტს(1932), ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიას(1948), ქ. ეჩმიაძინის მთავარ მოედანს, ქ. ერევნის ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩას და პანთეონს, ქ. ერევნის კამერული მუსიკის დარბაზს, მუსიკალურ გამომცემლობას, 2015 წელს გაიხსნა მისი სახელობის მუზეუმი–ინსტიტუტი; თხზულებები: სომხური ხალხური სიმღერების ჩაწერა, გამოცემა(3000, რომალთგან შემონახულია 500), გამოცემულია ფოლკლორის სამეცნიერო შრომების 12 ტომეული; სომეხი მუსიკისმცოდნე–ფოლკლორისტი, გუნდის დირიჟორი, მგალობელი, მუსიკალურ–საზოგადო მოღვაწე, ხალხური სიმღერების შემკრები და დამმუშავებელი, სასულიერო პირი(არქიმანდრიტი), სომხური კლასიკური მრავალხმიანი მუსიკისა და მეცნიერული მუსიკალური ეთნოგრაფიის ფუძემდებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 264
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |