შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე თაყაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თეთრი წყარო. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1915 წელს გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; შემდეგ – თბილისის რუსული დრამის თეატრის სტუდიაში. 1917 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში თბილისის სამხედრო სასწავლებელში, ოთხთვიანი მომზადების შემდეგ, გამოუშვეს "პრაფორშიკის" წოდებით; სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1918 წელს, თბილისის სასამართლო პალატაში ჩააბარა გამოცდები, სასამართლო თანამდებობების კანდიდატად და დანიშნეს სისხლის სამართლის საქმეების გამომძიებლად, სადაც 1923 წლის ბოლომდე მუშაობდა; სამსახურთან შეთავსებით მუშაობდა სუმბათაშვილ-იუჟინის სახელობის დრამატულ წრეში მსახიობად, რეჟისორ ა. ტუგანოვის ხელმძღვანელობით; 1923-1924წწ. იყო მუშურ-გლეხური ინსპექციის სახალხო კომისარიატში ინსპექტორის თანამდებობაზე; 1924 წელს ა. თაყაიშვილი კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია რუსთაველის თეატრში მსახიობად, სადაც შეასრულა რამდენიმე საინტერესო როლი მათ შორის: პოლონიუსი "ჰამლეტში", რუსი ჩინოვნიკი ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში", სენატორი ნ. აზიანის "დეზერტირკაში" და სხვა; პარალელურად მუშაობდა სახკინმრეწვის მსახიობად; 1926-1928წწ. მუშაობდა კინემატოგრაფიაში მსახიობად და რეჟისორად; აქ მან დადგა კინო-ფილმი "მოზარდი ენთუზიასტები", ითამაშა ერთ დროს გახმაურებულ ფილმებში: "ბელა", "ბოშური სახლი", "გიული" და სხვა; 1928–1945წწ. ა. თაყაიშვილი ხელმძღვანელობს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრს, სადაც დაინიშნა კ. მარჯანიშვილის რეკომენდაციით. ამ თეატრში დადგა 25 სპექტაკლი, მათ შორის: ნ. საცის "ფრიც ბაუერი", ს. მთვარაძის "სურამის ციხე", გ. ნახუცვრიშვილის "პატარა მეგობრები" და "ცეცხლის ხაზზე", აკაკი წერეთლის "პატარა კახი", შ. დადიანის "ბოთე და კუსპარა", მოლიერის "სკაპენის ოინები", ე. შვარცის "წითელქუდა", ს. ზაიაცკის "რობინ ჰუდი", შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და სხვა; 1945–1956წწ. ა. თაყაიშვილი თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამ თეატრის სცენაზე დადგა ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ნ. გოგოლის "რევიზორი", ა. შტეინის "პერსონალური საქმე", გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან" და სხვა. 1945 წლიდან ღვაწლმოსილი რეჟისორი საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი იყო. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.493; ელისო ჩუბინიშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |