შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილიკო თაყაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია 1938 წელს; 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებში; 1945 წლიდან ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის შემადგენლობაშია. ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელია. თაყაიშვილი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული ოსტატობით, ინტელიგენტური მანერებით, დახვეწილი იუმორით, გააზრებული ქმედებით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტით. ცეკვავდა ანსამბლის თითქმის მთელი რეპერტუარის წამყვან პარტიებს. მან ანსამბლთან ერთად ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ცეკვის პარალელურად მუშაობდა ანსამბლის ექიმად. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IV საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1953). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.493 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |