Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა კუბლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღვანკითი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1958 წელს, პარალელურად მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(ვოკალური). 1968–2004წწ. იყო ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი(ტენორი); ქართული რეპერტუარი: აბესალომი, თანდარუხი, მალხაზი, გურამი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), ნიკო, მასხარა(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), მინდია(ო. თაქთაქიშვილი "მინდია", შეასრულა 100–ჯერ), კოტე(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ზაქრო, მეურმე(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), ბაში–აჩუკი, ბერუჩა(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", II რედაქცია "ბერუჩა"), არსაკიძე(შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), თავადი ერისთავი(დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), ბერდო(რ. ლაღიძე "ლელა"), ორფეოსი(ბ. კვერნაძე "მედეა"); 2003 წელს გაიხსნა ვაჟა კუბლაშდვილის ვარსკვლავი ქ. ქუთაისის ოპერის წინ; მომღერალ რ. კუბლაშვილის მამა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 272; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.219 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |