Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ კუბლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღვანკითი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1974 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს (ვოკალური). 1979 წლიდან იყო ქ. ქუთაისის ოპერის თეატერის წამყვანი სოლისტი (ტენორი); 1986–1987წწ. მოსკოვის დიდი თეატრის სტაჟიორი, პარალელურად ქუთაისის ვოკალური ანსამბლის (ხელმძღვანელი ჯ. ჭკუასელი) სოლისტი; 1989 წლიდან ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი (ვოკალი), 2009 წლიდან პროფესორი; ქართული რეპერტუარი: აბესალომი, მალხაზი, გარამი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), კოტე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), არსაკიძე (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"), მინდია, ერთაოზი (ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "პირველი სიყვარული"), პუშკინი (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), ზაქრო, მეურმე (ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), ბერდო (რ. ლაღიძე "ლელა"); სხვა რეპერტუარი: ალფრედი, ჰერცოგი(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ტურიდუ (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ედგარი(დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), ფლორესტანი(ბეთჰოვენი "ფიდელიო"), ლენსკი, ვოდემონი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"); მომღერალ ვ. კუბლაშვილის ვაჟიშვილი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 272; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |