Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინე თბილელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1940 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში; 1946 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი იყო; 1974 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. გამოირჩევა ჭეშმარიტი არტისტიზმით, სცენური მომხიბლელობით, მუსიკალურობით, პლასტიკურობითა და გარდასახვის უნარით; როლები: თეკლა ბატონიშვილი (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები"), ფლორელა (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი") ლარისა (ნ. ოსტროვსკის "უმზითვო"), მარია ანტონოვნა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), კეკელა ("ძველი ვოდევილები"), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის?!" მიხედვით), ნათელა (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), მილენინა (ა. გელოვანის "დასაწყისი"), იორკის მთავრის მეუღლე (უ. შექსპირის "რიჩარდ III" და სხვ. 1955 წლიდან მოღვაწეობს კინოში. დაუვიწყარია მისი ბუბუსია ("აბეზარა", 1955), ფატმანი ("ბაში-აჩუკი", 1956), მართა ("ქალის ტვირთი", 1957), ანა ("თხუნელა", 1962), ალისა ("თოჯინები იცინიან", 1963), თაშნაური ("ჩირიკი და ჩიკოტელა", 1972), სკოლის დირექტორი ("როცა აყვავდა ნუში", 1972) და სხვ.; საინტერესო სახეები შექმნა სომხურ ფილმებში: როზალია ("პატიოსნებისათვის, 1955, ერევნის კინოსტუდია), გოჰარი ("დედის გული", 1958), ზარუი ("თორმეტი თანამგზავრი", 1962) და სხვ. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. ცნობილი რეჟისორის აკაკი დვალიშვილის მეუღლე, მსახიობ ბაია დვალიშვილის დედა. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.497; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; funtime.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.217 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |