The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კუცია-ღვალაძე

თამარ კუცია-ღვალაძე
ოფიციალური სახელი:თამარ კუცია
სხვა სახელი:თამარ ღვალაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1902
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1986  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

ქართული მუსიკალური კულტურისა და ბოტანიკური მეცნიერების ბიბლიოგრაფიული კვლევების ფუძემდებელი; მონაწილე იყო მრავალი ბიბლიოთეკის დაარსების: ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო, მეცნიერების აკადემიის; 1947 წელს საქართველოს წიგნის პალატამ გამოსცა მისი ფუძემდებლური ნაშრომი "ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია (1872–1946)", რომელმაც სათავე დაუდო ქართული მუსიკალური ხელოვნების ბიბლიოგრაფიულ კვლევას; წიგნის რედაქტორი; მის მიერ დადგენილ იქნა მრავალი ქართული სანოტო გამოცემის ავტორი, გრ. ჩხიკვაძესთან ერთად დაადგინა პირველი ქართული სანოტო გამოცემის თარიღიც; გარდა ამისა, მისი თაოსნობით საქართველოს წიგნის პალატაში დაარსდა სპეციალური პერიოდული ბიბლიოგრაფიული გამოცემა "ნოტების მატიანე", აგრეთვე "ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია (1946–1981)"; 1934 წლის სექტემბერში თამარ კუცია-ღვალაძე დაინიშნა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფის – რარიტეტსაცავის იშვიათი წიგნების განყოფილების გამგედ. ამ თანამდებობაზე მან ვიქტორ ბროსე შეცვალა. იმავე წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო "საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის შრომების" დაარსებაში. აღნიშნული გამოცემა გამოდიოდა მხოლოდ ექვსი წლის მანძილზე, სულ გამოიცა 6 ტომი. (1938 წლის ოქტომბრამდე მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკაში). ხსენებულ წელს "საჯარო ბიბლიოთეკის შრომებიის" მე-4 ტომში გამოქვეყნდა მის მიერ თამარ მაჭავარიანთან ერთად შედგენილი ვრცელი ბიბლიოგრაფია "შოთა რუსთაველი უცხოეთის ლიტერატურაში". საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზატორი. ნესტორ კუციას შვილი, გენო ღვალაძის მეუღლე და ანა კუცია-ჩოჩიას და.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 273-274; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.247-248; ჩემი ბაბუა - ევგენ ღვალაძე და ბებია - თამარ კუცია-ღვალაძე / ლევან ზ. ურუშაძე.-თბ.,2017.-გვ.28

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • 1962 - საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი
  • 1960 - საქართველოს საპატიო ბიბლიოთეკარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: