შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ კუცია-ღვალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. ქართული მუსიკალური კულტურისა და ბოტანიკური მეცნიერების ბიბლიოგრაფიული კვლევების ფუძემდებელი; მონაწილე იყო მრავალი ბიბლიოთეკის დაარსების: ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო, მეცნიერების აკადემიის; 1947 წელს საქართველოს წიგნის პალატამ გამოსცა მისი ფუძემდებლური ნაშრომი "ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია (1872–1946)", რომელმაც სათავე დაუდო ქართული მუსიკალური ხელოვნების ბიბლიოგრაფიულ კვლევას; წიგნის რედაქტორი; მის მიერ დადგენილ იქნა მრავალი ქართული სანოტო გამოცემის ავტორი, გრ. ჩხიკვაძესთან ერთად დაადგინა პირველი ქართული სანოტო გამოცემის თარიღიც; გარდა ამისა, მისი თაოსნობით საქართველოს წიგნის პალატაში დაარსდა სპეციალური პერიოდული ბიბლიოგრაფიული გამოცემა "ნოტების მატიანე", აგრეთვე "ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებთა ბიბლიოგრაფია (1946–1981)"; საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 273; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.247-248 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |