The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჯაში

ნიკოლოზ ჯაში
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1994  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი.

წლების მანძილზე იყო ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოებზე; 1954 წელს იყო გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი; 1957–1981წწ. გაზეთ "თბილისის" პირველი რედაქტორი; 1981–1992წწ. გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის მრავალი წიგნის, მონოგრაფიის და სამეცნიერო შრომის ავტორი; ხელოვნებათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.499; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 150-151

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: