The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მახარობლიშვილი

დავით მახარობლიშვილი
Date of birth:22 July, 1948
Date of death:11 September, 2023  (at 75 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1975წწ. მუშაობდა "საქქალაქმშენპროექტში" არქიტექტორად; 1975 წლიდან თბილისის ზონალურ სამეცნიერო–კვლევით და საპროექტო ინსტიტუტში; 1983–1999წწ. ხელმძრვანელობდა ინსტიტუტის საცხოვრებელი სახლების ექსპერიმენტულ და ტიპობრივი დაგეგმარების განყოფილებას; 1999 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორია. მისი სამეცნიერო შრომები ეხება საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობა–ნაგებობების არქიტექტურას, რთული რელიეფის ათვისების პრობლემებს და სხვა; არის რამოდენიმე ტექნიკური გამოგონების ავტორი; არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (1983); 2004 წელს მიენიჭა აკადემიური დოქტორის წოდება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საცხოვრებელი სახლების პროექტირებისა და მშენებლობის მეთოდიკა რთულ რელიეფზე".

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.509; საქართველოს არქიტექტორთა კავშირი: m.facebook.com

Member of Organizations

  • არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1978-)

Share: