შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ცხაკაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1962 წელს. 1960–1969წწ. მუშაობდა საკავშირო მართვის საშუალებებისა და ხელსაწყოთმშენებლობის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში; 1969–1974წწ. საქართველოს მატერიალურ–ტექნიკური მომარაგების მთავარი სამმართველოს გამოთვლით ცენტრში დირექტორის მოადგილედ; შემდეგ მთავარ ინჟინრად; საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის დირექტორად; 1974–1981წწ. იყო გაერთიანება "ავტოტრანსტექნიკის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1981–1990წწ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და წარმოების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1990 წლიდან იყო თბილისის მერიის საწარმოო ტექნიკური გაერთიანების "თბილსისტემოტექნიკის" გენერალური დირექტორი. არის სამეცნიერო შრომების და გამოგონებების ავტორი, ინჟინერ–ენერგეტიკოსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.534; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.240 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |