შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მელიტონ კუხიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მესხეთი, ქუთაისის რაიონი. დაწყებითი განათლება მიიღო ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამეფო კართან არსებული კაპელის კურსების საგუნდო–სადირიჟორო განყოფილება. დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარაში ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და პროფესიული საგუნდო ხელოვნების განვითარების საქმეში; 1895 წლიდან ვლადიკავკაზში(ორჯონიკიძე) დააარსა მომღერალთა გუნდი; 1907 წლიდან იყო თერგის სასწავლო სემინარიის(ჩრდილოეთ კავკასია) სიმღერა–გალობის მასაწვლებელი; ვლადიკავკაზში დააფუძნა თბილისში არსებული ქართული ფილარმონიული საზოგადოების მუსიკა–სიმღერის მოყვარულთა ფილიალი, იყო მისი ხელმძღვანელი; 1918 წელს მ. ბალანჩივაძემ ქ. ქუთაისის ახალადგახსნილ მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგად მიიწვია(თეორია, სოლფეჯიო, მუსიკის ისტორია); 1921 წელს აჭარაში, ბათუმში, დ. ყუბანეიშვილთან ერთად დააარსა პირველი ეთნოგრაფიული გუნდი, 1921–1934წწ. იყო მისი ლოტბარი, გუნდს, 1925 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აჭარის სახელმწიფო აკადემიური გუნდის სახელი მიანიჭა; პარალელურად იყო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი; 1934 წლის 1 ივლისიდან მ. კუხიანიძეს დაევალა საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის შექმნა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თვითონვე იყო(ლოტბარი ნ. შარაბიძე); 1935 წელს გაიმართა კაპელის პირველი კონცერტი თბილისის ოპერის თეატრში; 1937 წელს მ. კუხიანიძემ, ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან დააარსა მოსწავლეთა საბავშვო კაპელა 100 ბავშვის შემადგენლობით; 1944 წელს ჩამოაყალიბა აჭარის სიმღერის და ცეკვის აკადემიური ანსამბლი, იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; დამუშავებული აქვს არაერთი ქართული ხალხური სიმღერა; მისი სახელი მიენიჭა აჭარის საგუნდო კაპელას(1952); ქუთაისის სობოროს საკათედრო ტაძრის პროტოდიაკონის, მოწამისა და წმინდანის ბესარიონ კუხიანიძის ძმა; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 274; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.251 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |