Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ კუხიანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი(ვოკალური). მესამე კურსიდან მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის გასაგრძელებლად(ვოკალი); მალე გახდა საოპერო სტუდიის სოლისტი(ბანი); მონაწილეობდა რეჟისორ აკ. ფაღავას, დირიჟორ ე. მიქელაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში; ასევე იყო საქართველოს რადიოკომიტეტის სოლისტი; 1934 წლიდან საქართველოს ფილარმონიასთან შეიქმნა პირველი ვოკალური კვარტეტი(ლ. გერმესაშვილი, ვ. ბექაია, შ. ცირღილაძე და. ს. კუხიანიძე), ხელმძღვანელი გრ. კილაძე, შემდეგ რ. გაბიჩვაძე; 1945–1948წწ. თბილისის ოპერის სოლისტი; 12 წლის მანძილზე საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა 30 პარტიაზე მეტი; 1941–1945წწ. მონაწილეობა მიიღო 250 საშეფო კონცერტში; 1948 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგე, შემდეგ ვოკალური განყოფილების გამგე; ქუთაისის მუსიკლურ სასწავლებელში დააარსა საოპერო კლასი, პარალელურად 1949 წლიდან იყო ქუთაისის მომღერალთა აკადემიური გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი; აღზარდა მომღერალთა არაერთი თაობა: რევაზ გორგიძე, გიორგი სიხარულიძე, ანზორ გოგოლაშვილი, ვაჟა კუბლაშვილი; ქართული რეპერტუარი: ცანგალა, აბიო, ენგიჩარი, ვეზირი, მოურავი(ა. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), მაკარი, საქო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მგოსანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), ზაქროს მამა, ყარაული(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი"), ლევანი, მაყაშვილი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"); სხვა რეპერტუარი: ფარაონი, მარკიზი, მონტერონე, სპარაფუჩილე, ფერნანდო(ვერდი "აიდა", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ტრუბადური"), ვაგნერი(გუნო "ფაუსტი"), ბონზა(პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი"), მორევერი(მეიერბერი "ჰუგენოტები"), ფიორელო, დონ ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი"), გრაფი ბარტოლო, ლეპორელო(მოცარტი "ფიგაროს ქორწინება", "დონ–ჟუანი"), ზარეცკი, სურინი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "პიკის ქალი"), მაჭანკალი(დარგომიჟსკი "ალი"), პიმენი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 275; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.251 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |