The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი II (იმერეთის მეფე)

ოფიციალური სახელი:გიორგი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

იმერეთის მეფე 1565-1585წწ., ბაგრატ III-ის ძე; თავისი მეფობის დასაწყისში გიორგი II-ს ოდიშისა და გურიის მთავრებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა; შემდეგ, მთავართა გათიშვის მიზნით, გიორგი I გურიელს დაუმოყვრდა; ლევან I-მა დადიანმა ამ მოყვრობაში თავისი საფრთხე დაინახა; მან გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდერბა და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა; ლევანმა მიიმხრო განკერძოებისათვის მებრძოლი ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძე; 1568 წელს გიორგი II სოფელ იანეთთან მოულოდნელად თავს დაესხა დადიანს და მის მომხრეებს, დაამარცხა ისინი და საჯავახო დაიკავა; მეფის გაძლიერების შიშით დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ, გიორგი II-ს წაართვეს საჯავახო და შუაზე გაიყვეს; მიუხედავად ამ მარცხისა, გიორგი II-მ მაინც მოახერხა მთავრებთან დროებით მშვიდობის დამყარება; გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალებთანაც; 1578 წელს მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშის მიერ იმერეთის დასალაშქრად გაგზავნილი ჯარი; გიორგი II-მ ტახტის პრეტენდენტებისაგან თავისი მცირეწლოვანი მემკვიდრის ლევანის დასაცავად, 1583 წელს ციხეში გამოკეტა საკუთარი ძმა კონსტანტინე და მისი შვილი როსტომი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.18


გააზიარე: