The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო ჭავჭავაძე

ნიკო ჭავჭავაძე
Legal name:ნიკოლოზ ჭავჭავაძე
Date of birth:5 May, 1923
Date of death:15 February, 1997  (at 73 years)
Burial location:იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესია, ყვარელი
Category:Scientist, Politician, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

1940 წელს სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე შევიდა; 1941-1944წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე; არმიიდან დაბრუნებულმა დაასრულა უნივერსიტეტში სწავლა. 1949 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1967 წლიდან 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტს საქართველოში; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი შრომები ძირითადად ეხება ესთეტიკის ღირებულებათა თეორიისა და კულტურის ფილოსოფიურ პრობლემებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1971). მისი ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია. ნიკო ჭავჭავაძის გარშემო გაერთიანდა ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე ფილოსოფოსთა თაობა, რომელსაც შემდგომ "ახალი ფილოსოფიური ტალღის" სახელით მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ იმდროინდელ საბჭოთა სამეცნიერო წრეებში, არამედ უცხოეთშიც. ეს იყო მთელი ეპოქა, რომელმაც დატოვა "კვალი ნათელი". ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ. 379; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.392;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 132-133

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

Awards and Honors

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography

  • რჩეული (Author) // ტ. 3: კულტურა და ღირებულებები (რუსულ ენაზე) . - თბილისი, "ლოგოსის" სტ., 2007. - 171გვ.. - ISBN: 978-99940-68-15-9
  • რჩეული (Author) // ტ. 2: ესთეტიკური საგნის ბუნებისათვის. - თბილისი, "ლოგოსის" სტ., 2007. - 223გვ.. - ISBN: 978-99940-68-14-2
  • რჩეული (Author) // ტ. 1: ესთეტიკის საკითხები. - თბილისი, "ლოგოსის" სტ., 2007. - 215გვ.. - ISBN: 978-99940-68-13-5
  • ესთეტიკის მეთოდოლოგიისათვის (Author). - თბილისი, მეცნიერება, 1977. - 95გვ.

Share: