The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ლაგვილავა

Date of birth:19 September, 1952  (71 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს(ფიზიკური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს(ვოკალური).

1980–2004წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(ბარიტონი); 1980 წელს შედგა დებიუტი, რობერტი(ჩაიკოვსკი "იოლანტა"); 1981 წელს სტაჟირება გაიარა მოსკოვის დიდ თეატრში; ქართული რეპერტუარი: ქართველ კომპოზიტორთა საოპერო არიები, რომანსები; სხვა რეპერტუარი: რიგოლეტო, ამონასრო, დიდი ინკვიზიტორი(ვერდი "რიგოლეტო", "აიდა", "დონ კარლოსი"), სკარპია(პუჩინი "ტოსკა"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), ტონიო(ლეონკავალო "ჯამბაზები"), ალფიო(მასკანი "სოფლის პატიოსნება"), იოქანაანი(რ. შტრაუსი "სალომე"), შჩელკალოვი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), რობერტი, ებნ–ხაკია, ტომსკი(ჩაიკოვსკი "იოლანტა", "პიკის ქალი"); კამერული რეპერტუარი: მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ჩაიკოვსკი, რიმსკი–კორსაკოვი, მუსორგსკი, ბოროდინი; რევაზ ლაგვილავას ვაჟიშვილია საოპერო მომღერალი ნიკოლოზ ლაგვილავა(ბარიტონი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 276



Share: