შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი III (იმერეთის მეფე)![]()
ბიოგრაფიაიმერეთის მეფე 1604-1639წწ., კონსტანტინე ბატონიშვილის (XVI ს.) ძე; მძიმე ბრძოლა უხდებოდა ოდიშის ძლიერი მთავრის ლევან II დადიანის წინააღმდეგ; ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც დადიანის მხარეზე გადავიდა გიორგი III-ის მიერ შერისხული თავადი პაატა წულუკიძე; 1623 წელს გოჭოურის ბრძოლაში (ქუთაისის მახლობლად) დადიანმა დაამარცხა გიორგი III; დადიანის წინააღმდეგ თანამოაზრეების ძებნისას გიორგი III დაუახლოვდა გიორგი სააკაძეს, რომელსაც 1626 წელს ბაზალეთის ბრძოლაში ზემო იმერეთის ლაშქარი მიაშველა, შემდეგში დაუმოყვრდა თეიმურაზ I-ს; 1629 წელს მისმა ვაჟმა, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრემ, ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის ასული დარეჯანი (ზურაბ ერისთავის ქვრივი); მაგრამ ლევან დადიანი ამის შემდეგაც სისტემატურად არბევდა იმერეთის სამეფოს; გიორგი III-ის დროს იმერეთში ფართო ხასიათი მიიღო ადამიანებით ვაჭრობამ; შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად 1619-1622წწ. გიორგი III სცადა რუსეთის მეფის მფარველობა მოეპოვებინა, მაგრამ ამ ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია; 1632 წელს ქართლის მეფე როსტომთან შესახვედრად მიმავალ ლევან II დადიანს გიორგი III ჩაუსაფრდა და მისი შეპყრობა განიზრახა, მაგრამ თავისი ხელქვეითების ღალატის გამო გიორგი III თვითონ ჩაუვარდა ტყვედ დადიანს (ტყვეობაში ორი წელი დაჰყო); გიორგი III-ის გამოსყიდვა ძვირად დაუჯდათ მის მემკვიდრეებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.19
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |