The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ლაფაური

ალექსანდრე ლაფაური
Date of birth:15 June, 1926
Date of death:6 August, 1975  (at 49 years)
Burial location:ვედენის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლი 1944 წელს, თეატრალური ინსტიტუტი 1958 წელს(საბალეტმაისტერო).

1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მოსკოვის დიდი თეატრის წამყვანი მოცეკვავე, კლასიკური ცეკვა–დუეტის ოსტატი  (პარტნიორები: გ. ულანოვა, თ. სემიონოვა, მ. პლისეცკაია, რ. სტრუჩკოვა); 1958 წლიდან მოსკოვის დიდი თეტრის დამდგმელი ბალეტმაისტერი და რეპეტიტორი; 1945–1961წწ. ასწავლიდა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, 1952 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში საბალეტმაისტერო განყოფილების პედაგოგი, 1972 წლიდან პროფესორი; რეპერტუარი: 20–ზე მეტი როლი, მათ შორის: გირიე (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), პარისი, კაპულეტი (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), კომანდორი(კრეინი "ლაურენსია"); დადგმები: პროკოფიევი "პოდპორუჩიკი კიჟე" (1963, მოსკოვი, დიდი თეატრი, ტარასოვასთან ერთად), მეტნერი "გაცოცხლებული ლეგენდა", ხაჩატურიანი "ფრიალო კლდე", "სამშობლოს ძახილი"; მხატვრული კინოფილმები: ბალეტი "რომეო და ჯულიეტა" (1954, რეჟისორი ლ. არნშტამი, ლ. ლავროვსკი), ტელეეკრანიზაცია "რაიმონდა" (1973); გასტროლები: დანია, იტალია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, არგერნტინა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები; მსოფლიო სტუდენტური ფესტივალის (ბუდაპეშტი) I პრემიისა და ოქროს მედალის მფლობელი, რსფსრ-ს დამსახურებული არტისტი (1955), წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 280


Share: