The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ჭანიშვილი

შალვა ჭანიშვილი
Date of birth:20 March, 1900
Date of death:13 August, 1986  (at 86 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა მილანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1923 წელს.

1923-1926წწ. აგრონომად მუშაობდა საფრანგეთში; 1926-1942წწ. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა; 1942-1952წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1952-1958წწ. საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აგროქიმიის განყოფილების გამგე; 1958 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორი. შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურების აგროტექნიკის საკითხები, დაამუშავა სანაწვერალო კულტურების თესვა-მოყვანის მეცნიერული საფუძვლები, გამოიკვლია თესლბრუნვისა და ნიადაგის დამუშავების საკითხები. აგრონომი. 

წყარო: ქართული საბჭოტა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 382

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1955-)

Awards and Honors

  • 1959 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: