The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ თეთრაძე

თამარ თეთრაძე
Date of birth:31 December, 1922
Date of death:July, 2003  (at 80 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1942 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1953 წელს.

1942 წლიდან თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. მისთვის დამახასიათებელია სცენური მომხიბვლელობა, მაღალი საშემსრულებლო კულტურა. საუკეთესო როლები: გულთამზე და გვირისტინე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი" და "კოლმეურნის ქორწინება"), მაიკო ("ძველი ვოდევილები", წერეთლის "ბუტიაობა"), მაშა (ნ. პოგოდონის "კრემლის კურანტები"), ბიანკა, ოლივია (უ. შექსპირის "ჭირვეულის მორჯულება", "მეთორმეტე ღამე"), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვა.

 წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.541; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1999 - ღირსების მედალი
    ქვეყნის აღმშენებლობის, ქართული ტრადიციების განმტკიცებისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: