Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ თიკანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვირიკეთი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1959 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს. ფოტოგრაფიით დაინტერესდა 1962 წლიდან, 1947 წლიდან დაიწყო ფოტოგრაფირება თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ფოტოწრეში, რომელიც 1975 წლიდან გურამ თიკანაძის სახელობისაა. იგი ქართული ფოტოხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მან პირველმა მიაღწია ფოტოხელოვნებაში დოკუმენტურობისა და მხატვრულობის სინთეზს. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ "დროშის" ფოტოკორესპონდენტად. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისი ცნობილი ფოტოებია "ტკბილი ნესვი", "აისი მთაში", "უტევს მ. მესხი", "თეთნულდი - სვანეთის პატარძალი", "უშბა", "თენსინგ ნორგეი", "შხარა", "თეთნულდის კალთებზე". გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზე. იყო ცნობილი ალპინისტი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე რთული ასვლა კავკასიონსა და პამირზე (უშბა, შხარა, შხელდა, დომბაიულგენი, ნაკრა, გარმო და სხვ.). მისი პირველი მწვერვალი იყო "სპარტაკი" 1952 წელს. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი იყო ღარმოს პიკი პამირზე 1957 წელს. 1961 წელს ხელმძღვანელობდა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსს. 1963 წელს მწვერვალ შხარიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა. 1980 წელს სვანეთში (სოფ. ლატალი) გაიხსნა გ. თიკანაძის სახელობის სპორტული ცენტრი. ამავე წელს, აქვე, დაარსდა ზეიმი ''გურამობა'', რომელიც აღინიშნება 12 სექტემბერს. ფოტოხელოვანი, ალპინისტი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.546; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.69 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |