შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ლილიენბახი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დისნოგორსკი, სმოლენსკის რაიონი. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო ლენინგრადის კონსერვატორიაში; სსრკ–გერმანიის ომის, ლენინგრადის ბლოკადის დაწყებისთანავე გამოაღწია საქართველოში; 1942–1992წწ. ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში(ფორტეპიანო); მისი მოწაფეები იყვნენ, რამდენიმე ათეული, მათ შორის: რ. ტაკიძე, ნ. ლესელიძე, ლ. და ქ. გოგოლაძეები, ჯ. ბაუჟაძე, მ. გოლეთიანი, გ. მეტაქსა, ს. ბაღოშვილი, ნ. ბილიხოძე, ტ. უკლება, ნ. ფაღავა, ნ. ჭანტურიშვილი, მ. ანანიევი, ა. გირგვლიანი; მისმა მოწაფეებმა სწავლა განაგრძეს თბილისის, ლენინგრადის, სარატოვის კონსერვატორიებში და ნაყოფიერ პროფესიულ მოღვაწეობას ეწევიან; 2002 წელს ქ. ბათუმში კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სასწვლებლში გაიმართა თ. ლილიენბახის სახელობის ნორჩ პიანისტთა რეგიონალური კონკურსი(ორგანიზატორი ჯ. ბაუჟაძე); პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 283 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |