Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში; 1950-1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის გამგე; 1948-1952წწ. საქართველოს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (1951-1952წწ. — დირექტორი). ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგრალის თეორია; ჯერად მწკრივთა და L2-კლასის ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები; შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში, განაზოგადა ჰაარისა და დიუბუა-რეიმონის კლასიკური შედეგი და სხვ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 390 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |