შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი IV (იმერეთის მეფე)![]()
ბიოგრაფიაიმერეთის მეფე 1696-1697წწ., ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმომადგენელი; გამეფებამდე ცხოვრობდა ოდიშში; 1696 წელს იმერეთის თავადებმა არჩილ II გადააყენეს და მეფედ გიორგი IV გამოაცხადეს, მაგრამ იგი მეფობისათვის შეუფერებელი გამოდგა; სამეფოს ფაქტობრივად მისი სიმამრი გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა; 1697 წელს თავადებმა გიორგი IV ტახტიდან გადააყენეს და იმერეთის მეფედ კვლავ არჩილი II დასვეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.20
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |