Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ხომიზურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს. 1925-1928წწ. მუშაობდა გერმანიისა და საფრანგეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში; 1929-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1932 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის გამგე; 1935-1936წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1940-1960წწ. კონტინენტური მეხილეობის კათედრის გამგე და სოფლის მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტის დეკანი; 1960-1971წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოში სამრეწველო მეხილეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვლევდა ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიონოლოგიისა და ციტოგენეტიკის საკითხები და სხვა. ინსტიტუტის ბაზაზე მანვე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი. აგრონომ მებაღე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 496 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |