The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე თიკანაძე

ივანე თიკანაძე
Other name:ი. თ-ძე  (Pseudonym)
Date of birth:1868
Date of death:23 December, 1943  (at 75 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1894 წელს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ 9 წელი მუშაობდა ქ. ოზურგეთის ამბულატორიაში; 1907 წელს მეანობა-გინეკოლოგიაში დახელოვნების მიზნით კვლავ გაემგზავრა პეტერბურგში; პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო მოქმედ არმიაში. ომის შემდეგ დაინიშნა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების გამგედ და ჰოსპიტლის მთავარ ექიმად. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის დაარსებისთანავე აირჩიეს კათედრის გამგედ, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ივანე თიკანაძე სწავლობდა სასქესო ორგანოების ანომალიებს და ოპერაციული გზით მათი მკურნალობის წესებს, სასქესო ორგანოების სიმსივნეების ეტიოგენეზსა და მკურნალობას, ორსულთა ტოქსიკოზს, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებით პროცესებს, უნაყოფობის პრობლემასა და სხვ. საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ დღესაც ფართოდ იყენებენ მის მიერ შემუშავებულ მეთოდს. საქართველოში დანერგა მრავალი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია: გ. ღამბარაშვილთან ერთად პირველმა გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში. ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია და სხვ. მეცნიერული მეანობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1897), პროფესორი (1919).

სადისერტაციო შრომა - "Материалы о влиянии тиреоидина на всасываемость жира в здоровом организме", დაიცვა 1897.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.547; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.69; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.300

Member of Organizations

  • კიევის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებია, თავმჯდომარე
  • ხარკოვის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოება, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: