The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სილია თოდრია

სილია თოდრია
ოფიციალური სახელი:სილიბისტრო თოდრია
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1880
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 1936  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, შემდგომ რევოლუციონერთა საძმო სასაფლაო (ხუდადოვის ტყე-პარკი, თბილისი)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ლიტერატურათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იანეული, ოზურგეთის მაზრა.

1902 წლიდან პროფესიონალი რევოლუციონერი, 1902-1905 წლებში მუშაობდა ბათუმის, ბაქოს არალეგალურ სტამბებში, შემდეგ კი მოსკოვის კომიტეტის სტამბაში. მონაწილეობდა 1905 წლის მოსკოვის დეკემბრის შეიარაღებულ აჯანყებაში. თოდრია არაერთხელ დააპატიმრა მეფის, აგრეთვე მენშევიკურმა მთავრობამ. 1907 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგსა და ფინეთში. სხვებთა ერთად უშვებდა გაზეთ "ვპერიოდსა" და "პროლეტარს". 1915 წელს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოდიოდა გაზეთი "ბრძოლა" და "კავკაზსკაია პრავდა". აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წელს კომპარტიის სხვა წევრებთან ერთად გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში. 1919 წელს თბილისში მოაწყო არალეგალური ბოლშევიკური სტამბა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ იყო თბილისის რევკომის პირველი თავმჯდომარე,  საქართველოს სოცუზრუნველყოფის, მიწათმოქმედების სახალხო კომისარი. პარტიულ–პოლიტიკური მოღვაწე, სტამბის მუშაკი, ჟურნალისტი, მწერალი–იუმორისტი, პროლეტარ მწერალთა ერთი მესვეურთაგანი. თბილისში არის სილიბისტრო თოდრიას ქუჩა.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002. – გვ.547; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. - თბ., 2018. -გვ.78

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომინტერნის II კონგრესი, დელეგატი
  • კომუნისტური პარტია, წევრი
  • ჟურნალი "ნიანგი", რედაქტორი
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) , წევრი (1901-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე
  • საქართველოს სსრ ცაკისა და ამიერკავკასიის სფსრ ცაკი, მდივანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: