Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფარნა ლაპიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1941 წელს. მის მიერ გაფორმებული პირველი სპექტაკლი იყო ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი" გორის დრამატულ თეატრში 1940 წელს; 1943-1945 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის თეატრში; 1946-1968 წლებში იყო შ. რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარი; 1960 წელს მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში თეატრალურ-დეკორაციული სახელოსნოს ხელმძღვანელად; გაფორმებული აქვს 108 დრამატული, საოპერო, საბალეტო და მუსიკალური კომედიის სპექტაკლი. მათ შორის აღსანიშნავია: კ. მარჯანიშვილის თეატრში: მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული" (1944), ლ. გოთუას "დავით აღმაშენებელი" (1946), ა. კასონას "ხეები ზეზეულად კვდებიან" (1957), ფ. შილერის "დონ კარლოსი" (1970); რუსთაველის თეატრში: სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (1956), უ. შექსპირის "ჰამლეტი" (1960), გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი" (1962), კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია" (1956); თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში: ა. ბუკიას "არსენა" (1957), ო. თაქთაქიშვილის "მინდია" (1962), ჯ. ვერდის "ოტელო" (1980), დ. თორაძის "მშვიდობისათვის"; ვ. აბაშიძის სახ. მუსკომედიის თეატრში: ჟ. ოფენბახის "პერიკოლა" (1955), ი. კალმანის "მონმარტრის ია" (1964), ფ. ლოუს "ჩემი მშვენიერი ლედი" (1973); ქუთაისის თეატრში: ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი" (1958), პ. კაკაბაძის "ყვარვარე თუთაბერი" (1959), უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე" (1962); კიევის ი. ფრანკოს სახ. დრამატულ თეატრში: კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა" (1967); კიშინიოვის მუსიკალურ-დრამატულ თეატრში: ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" (1964); ლენინგრაადის პუშკინის სახ. და ტაშკენტის დრამატულ თეატრებში: სოფოკლეს "ანტიგონე" (1970, 1976). ფ. ლაპიაშვილს გაფორმებული აქვს კინოფილმები: "ქეთო და კოტე", "ცისკარა", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "მიიღეთ გამოწვევა, სინიორებო", "დონ კიხოტი"; გაფორმებული აქვს მნიშვნელოვანი კონცერტები: მოსკოვის დეკადის დასკვნითი კონცერტი დიდი თეატრის სცენაძე 1958 წელს, სკკპ XXII ყრილობისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი დიდი თეატრის სცენაზე 1966 წელს, თბილისის 1500 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი და სხვა. მუსიკალური კომედიები: შ. მილორავა "საყვარელი დისშვილი" (1955), "სიმღერა თბილისზე" (1958), "უცნაური სტუმრები" (1960), ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" (1959), ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"(1985), "ცხოვრება დონ კიხოტის და სანჩოსი" (1989), "ზმანებანი აღლუმებს შორის" (1989) და სხვა. აღსანიშნავია ხელოვანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდნენ მხატვარ - დეკორატორების მთელი თაობები. მის მიერ შექმნილ დეკორაციებში განათება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მხატვარი განათებით ქმნიდა სცენიურ სივრცეს, სპექტაკლს ამდიდრებდა შუქჩრდილის ნიუანსებით; 1947 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი, თეატრალურ–დეკორაციული სახელოსნოს ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 279; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.61-63; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.50; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.286 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |