The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფარნა ლაპიაშვილი

ფარნა ლაპიაშვილი
Legal name:ფარნაოზ ლაპიაშვილი
Date of birth:9 May, 1917
Date of death:25 July, 1994  (at 77 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია 1941 წელს.

მისი პირველი გაფორმებული სპექტაკლი იყო  ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი" გორის დრამატულ თეატრში 1940 წელს.  ფ. ლაპიაშვილს გაფორმებული აქვს 108 დრამატული, საოპერო, საბალეტო და მუსიკალური კომედიის სპექტაკლი. ქართული სპექტაკლები, მათ შორის, ბალეტები: დ. თორაძე "გორდა" (1949, პრემიერა), დ. თორაძე "მშვიდობისათვის" (1952, პრემიერა), ფ. ღლონტი "განთიადი" (1967, პრემიერა); ოპერები: ა. ბუკია "არსენა"(1958, პრემიერა), ო. თაქთაქიშვილი "მინდია" (1961, პრემიერა); მუსიკალური კომედიები: შ. მილორავა "საყვარელი დისშვილი" (1955, პრემიერა), "სიმღერა თბილისზე" (1958, პრემიერა, 1969, II რედაქცია), "უცნაური სტუმრები"(1960, პრემიერა), ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" (1959, პრემიერა), ა. ჩიმაკაძე "მაია წყნეთელი"(1985, პრემიერა); სხვა სპექტაკლები: ვერდი "ოტელო" (1979, თბილისი), სოფოკლე "ანტიგონე" (1965, კიევი, 1968, ლენინგრადი), გუცკოვი "ურიელ აკოსტა" (1967, კიევი), ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"(1967, კიშინიოვი, თბილისი); სპექტაკლები თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრში: სოფოკლე "ოიდიპოს მეფე" (1956), შექსპირი "ჰამლეტი"(1960), ნახუცრიშვილი "ფიროსმანი" (1962); სპექტაკლები თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში: ჯაფარიძე "ჟამთაბერის ასული" (1945), გოთუა "დავით აღმაშენებელი" (1946), კასონა "ხეები ზეზეულად კვდებიან"(1957), შილერი "დონ კარლოსი" (1970), სპექტაკლები ქუთაისის თეატრში: ვაჟა–ფშაველა "მოკვეთილი" (1958), კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი" (1959). ფ. ლაპიაშვილს აგრეთვე გაფორმებული აქვს კინოფილმები: "ქეთო და კოტე"(1948, ი. სუმბათაშვილთან ერთად), "მაგდანას ლურჯა" (1955, ი. სუმბათაშვილთან და სხვებთან ერთად), "ცისკარა"(1955, ი. სუმბათაშვილთან ერთად), "რაც გინახავს ვეღარ ნახავ" (1965), "მიიღეთ გამოწვევა სინიორებო" (1982), "ცხოვრება დონ კიხოტის და სანჩოსი" (1989), "ზმანებანი აღლუმებს შორის" (1989) და სხვა. აღსანიშნავია ხელოვანის პედაგოგიური მოღვაწეობაც. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდნენ მხატვარ - დეკორატორების მთელი თაობები. 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის პედაგოგი, თეატრალურ–დეკორაციული სახელოსნოს ხელმძღვანელი. მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 279; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.61-63;  gza.kvirispalitra.ge

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1966 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    დ. თორაძის ბალეტ "გორდას"მხატვრობისათვის

Share: