The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ალასტანელი

Date of birth:13??
Date of death:6 August, 1373
Category:Royalty

Biography

"პროვინციის მეფე", ძე ანდრონიკეს "პროვინციის მეფისა", დავით VIII-ის შვილიშვილი; მონღოლთა ბატონობის პირობებში საქართველოს ცენტრალური სამეფო ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ალასტანელი უფლისწულები "გახელმწიფებას" ცდილობდნენ და "პროვინციის მეფეებად" იქცნენ, თუმცა გიორგის, როგორც ჩანს, სამეფო კართან კონფლიქტი არ ჰქონია; იგი დაიღუპა თურქებთან ბრძოლაში 1373 წელს; მეფე ალექსანდრე I დიდის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისთვის 1433 წელს გადაცემული შეწირულების წიგნის მიხედვით, კათოლიკოს თეოდორეს გიორგი ალასტანელის სიკვდილის მაგალითით ლაშქარი გაუმხნევებია["ამა უსჯულოთა (აგარის) ნათესავთა ანდრონიკეს შვილი ალასტანელი გიორგი მოუკლავს და მრავალნი ქრისტიანელნი წამებითა აღესრულებიან"].

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.24


Share: