შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ხუციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1942 წელს. 1958 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მყარ სხეულებში მაგნიტურ-რეზონანსული მოვლენების თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი კლასიკური გამოკვლევები ეხება ბირთვული მაგნიტური რეზონანსისა და მყარ სხეულებში ბირთვული სპინების დიფუზიის, პოლარიზაციისა და რელაქსაციის თეორიებს. შექმნა კონდენსირებულ გარემოთა რადიოსპექტროსკოპიის თბილისის სკოლა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იყო საბჭოთა კავშირში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 520 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |