Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ჯაოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ბელასუვარი, ბაქოს გუბერნია. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმია-ტექნიკის ფაკულტეტი 1938 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1941 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ სამეურნეო თანამდებობაზე; 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 1953 წელს სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1967-1977წწ. მოსახლეობის გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე; 1978 წლიდან ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. წლების მანძილზე იყო ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი; აგრეთვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურს მოსახლეობის გეოგრაფიაში. მისი ნაშრომები ეძღვნება ეკონომიკურ გეოგრაფიას, მოსახლეობის და განსახლების გეოგრაფიას და ქალაქთმცოდნეობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია; 1970 წელს მიღებული აქვს სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). მისი სახელობისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლა. ეკონომ-გეოგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ. 540-541; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.62 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |