შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაიმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ძე; უმემკვიდროდ დარჩენილი სოლომონ I გიორგი ბატონიშვილს იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა, მაგრამ სოლომონის გარდაცვალების(1784) შემდეგ იმერეთის დიდებულებმა ისარგებლეს გიორგი ბატონიშვილის მცირეწლოვანებით და იმერეთის ტახტზე დავით II(დავით გიორგის ძე) დასვეს(1785); 1795 სოლომონ II-მ გიორგი ბატონიშვილი, როგორც მეტოქე, ტახტის პრეტენდენტი, მუხურის ციხეში ჩასვა; 1806 წლის 15 ოქტომბერს გიორგი ბატონიშვილმა მოახერხა ციხიდან გაქცევა და თავი რუსეთს შეაფარა; სიცოცხლის ბოლო წლები მან მოსკოვში გაატარა; იქვე დაწერა ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, სადაც ის აღწერს მუხურის ციხეში ყოფნის წლებს, იქიდან გამოპარვას, დიდ მწუხარებას გამოთქვამს იმერეთის ტახტის დაკარგვის გამო; გიორგი ბატონიშვილს ჰყავდა ორი ვაჟი: ალექსანდრე(გენერალ-ლეიტენანტი) და დიმიტრი ბატონიშვილი(გენერალ-მაიორი), რომლებიც რუსეთის არმიაში მოღვაწეობდნენ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |