შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი II გურიელი![]()
ბიოგრაფიაგურიის მთავარი 1566-1583წწ. და 1587-1600წწ., როსტომ გურიელის ძე; მის დროს გურიის სამთავრომ შეიერთა საჯავახოს ნაწილი, ეგრეთ წოდებული "გურიის საჯავახო", ირან-ოსმალეთის 1578-1590წწ. ომის დროს, 1581 წელს, გიორგი II გურიელი იძულებული გახდა ოსმალებს დამორჩილებოდა და იმერეთის მეფესთან ერთად ქართლი დაელაშქრა; 1583 წელს მამია IV დადიანის მიერ დამარცხებული გიორგი II გურიელი სტამბოლში გაიქცა; 1587 წელს ოსმალთა ჯარის შემწეობით კვლავ გაბატონდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |