შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალენტინ თოფურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს. თბილისის სამხატვრო აკადემიაში იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის, ე. ლანსერეს, ი. შარლემანის მოწაფე; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1955-იდან პროფესორი). ძირითადად მონუმენტალისტია. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ლ. კეცხოველი (ქვა, 1936, თბილისი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, აიღეს 1998), რუსთაველი (ქვა, მარმარილო, 1937–1938, ახალციხე), კომპოზიციური ჯგუფი "საქართველო" (ბრინჯაო, 1939, სას.-სამ. გამოფენა, მოსკოვი), "გამარჯვება" (ბრინჯაო, 1947, ჭიათურის თეატრის შენობის ფასადი), ოთხი ფიგურა (გლეხი, მეშახტე, სპორტსმენი ქალი და ვაჟი), კინოთეატრ "რუსთაველის" მთავარ ფასადზე (ყველა ქვა, 1939, თბილისი), ვ. ლენინი (ბრინჯაო, 1956, თბილისი, თავისუფლების მოედანი, აიღეს 1989), შრომა, მეცნიერება, ტექნიკა – სკულპტურული კომპოზიცია (თუჯი, 1958, შ. მიქატაძესთან ერთად, თბილისი, პარლამენტის შენობის წინ, აიღეს 1989). ქალიშვილის პორტრეტი (1930), მოხუცი მემწვანილე (1943), მ. იაშვილის პორტრეტი (1956), მუზა (1968), კაცის ფიგურა (1970, ყველა ტონირებული თაბაშირი, მხატვრის სახელოსნო); მოქანდაკე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.102; ვალენტინ ბაგრატის ძე თოფურიძე : საქ. სახალხო მხატვარი, მოქანდაკე. 1908-1980. ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1980. - 21 თებერვალი.-გვ.3; მამულიშვილთა სავანე : დიდუბის პანთეონი / ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ.180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |