The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი IV გურიელი

Date of birth:16??
Date of death:17??
Category:Royalty

Biography

გურიის მთავარი 1711-1726წწ.(დროგამოშვებით), მამია III გურიელის ძე; 1711 წელს გურიელად დასვა მამამისმა, რომელიც მაშინ იმერეთის მეფე იყო; 1712-1714წწ. ტახტი წაართვა ძმამ ლევან გურიელმა; 1716 წელს გიორგი იმერეთში გაამეფა ჯარით შემოსულმა ახალციხის ფაშამ, მაგრამ მალე იძულებული გახდა გურიაში დაბრუნებულიყო; 1717 წელს გააძევა ძმამ - ქაიხოსრო III გურიელმა, თუმცა ოსმალთა დახმარებით ტახტი მალევე დაიბრუნა; იმავე წელს(1717) ბეჟან დადიანმა გააძევა სამთავროდან; ამჯერადაც მაშინვე შეძლო ძალაუფლების აღდგენა; გიორგი IV გურიელს ახლო კავშირი ჰქონდა ვახტანგ IV-თან და მისი შემწეობით ცდილობდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ბათუმ-ჩაქვის მხარეთა დაბრუნებას; მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა; 1723 წელს ოსმალებმა დაიკავეს ციხისძირის, ქობულეთის, შეკვეთილის, სეფისა და გრიგოლეთის ციხეები და გურია ზღვას მოსწყვიტეს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27


Share: