Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი V გურიელი![]()
Biographyგურიის მთავარი 1756-1758წწ., 1765-1771წწ. და 1776-1788წწ., გიორგი IV გურიელის ძე; მთავრობა ოსმალთა შემწეობით მიიღო, რუსეთ-ოსმალეთის ომის(1768-1774) დასაწყისში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა; 1771 წლის 3 იანვარს ფოთთან ოსმალთა დამარცხების შემდეგ ჩაება მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, იმავე წლის იანვარში სოლომონ I-მა გურიაში ილაშქრა, გიორგი V გურიელი გადააყენა და გურიელად კვლავ მამია IV დასვა; რთული სგარეო ვითარების გამო გიორგი V გურიელი იძულებული იყო ორმაგი პოლიტიკა ეწარმოებინა; კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ოსმალეთთან, ისე იმერეთის სამეფოსა და რუსეთთან; 1784 წლის მარტში ბათუმისკენ სალაშქროდ მიმავალ სოლომონ I-ს თან ახლდა გურიის ლაშქარი; ამ ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა ქობულეთის მხარე; გიორგი V გურიელი ცდილობდა რუსეთთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ; 1788 წელს ღრმად მოხუცი გიორგი V გურიელი შინაური არეულობის გამო იძულებული გახდა გურიელობა უფროსი ვაჟისთვის სიმონისთვის დაეთმო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |