The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი IV დადიანი

Date of birth:16??
Date of death:17??
Category:Nobleman, Public official

Biography

ოდიშის (სამეგრელო) ფაქტობრივი გამგებელი XVIII საუკუნის დასაწყისიდან 1714 წლამდე, კაცია ჩიქოვანის ძე; 1681 წელს სალიპარტიანოს მფლობელი გახდა; 1684 წლიდან, როცა გიორგი III გურიელი(რომელიც 1681-1683წწ. იმერეთის მეფე იყო) რიკოთის ბრძოლაში დაიღუპა, გიორგი IV დადიანმა ოდიშის მთავრად ლევან III დადიანის უკანონო შვილი ლევანი დასვა და 1690 წლიდან სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი თვითონ გახდა; 1690 წლიდან დაუახლოვდა იმხანად დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს ფეოდალს გიორგი-მალაქია აბაშიძეს, გააძევა ლევან IV დადიანი და დამოუკიდებლად შეუდგა სამთავროს მართვას; მის წინააღმდეგ გამოვიდა გურიის მთავარი მამია III გურიელი, რომელსაც ოსმალეთის სულთანმა დადიანობა უბოძა, მაგრამ იგი ოდიშში ვერ გაბატონდა; გიორგი IV დადიანის პოზიციები განსაკუთრებით გაძლიერდა 1701 წლიდან, როდესაც მან ცოლად შეირთო გიორგი-მალაქია აბაშიძის ასული თამარი; 1701-1706წწ. შორის მან დადიანის ტიტული მიიღო და იურიდიულად დაიკანონა ოდიშის გამგებლობა; 1701 წელს გიორგი IV დადიანს საკუთარი შვილები დაუპირისპირდნენ; იმერეთის მეფის დახმარებით მთავარი გახდა მისი ძე კაცია; კაციას გარდაცვალების (დაახლოებით 1710) შემდეგ გიორგი IV დადიანმა კვლავ დაიბრუნა დადიანობა; მან შეძლო შეეჩერებინა აფხაზ ფეოდალთა შემოტევები, თუმცა, ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის დაბრუნება ვერ მოახერხა; გიორგი IV დადიანის დროს ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შევიდა ლეჩხუმი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27


Share: