Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი დოდისი![]()
BiographyXII საუკუნის ქართველი კალიგრაფი; მოღვაწეობდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში; 1156 წელს გადაუწერია სვინაქსარი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H 1661); ხელნაწერი შესრულებულია ნუსხურით, ერთ სვეტად, წერილი, ლამაზი, თანაბარი ასოებით; უხვადაა გამოყენებული სინგური (საზედაო ასოები, ცალკეული სტრიქონები), რაც ფურცლებს დეკორატიულ და სადღესასწაულო იერს ანიჭებს; წიგნის დასაწყისში გამოსახულია ქართული ორნამენტებიან თაღოვან ჩარჩოში ჩასმული ჯვარი, ბოლოში მოხსენებულია გადამწერის სახელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |