The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მაწყვერელი

Date of birth:9??
Date of death:9??
Category:Religious leader

Biography

აწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით X საუკუნის I ნახევარში; მოხსენებულია ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებასა" და გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში"; გიორგი მაწყვერელი ყოფილა შუარტყლის ხევიდან, წარჩინებული ოჯახიშვილი; საეკლესიო აღზრდა-განათლება მიუღია ოპიზის მონასტერში; იცნობდა სერაპიონ ზარზმელს და დასწრებია მის დაკრძალვას; სერაპიონის შესახებ შემდეგ ცნობები მიუწოდებია ბასილი ზარზმელისათვის; გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება და შინაომი იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო; ამ განუკითხაობის ჟამს გიორგი მაწყვერელმა "ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ" და "დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი"; კ. კეკელიძის აზრით გიორგი მაწყვერელი თავისი დროისათვის ცნობილი მწერალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის თხზულებათაგან ჩვენამდე არაფერი შემონახულა; გიორგი მაწყვერელი შერაცხეს წმინდანად, ხსენების დღეა 2(15) აპრილი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.28


Share: