Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი რაჭის ერისთავი![]()
Biographyრაჭის ერისთავი 1785-1787წწ., როსტომ რაჭის ერისთავის ძე; 1769 წელს, როდესაც სოლომონ I-მა რაჭის საერისთავო გააუქმა და როსტომ ერისთავი და მისი შვილები დასაჯა, გიორგი რაჭის ერისთავი ცალი თვალით დააბრმავეს და დაპატიმრეს; იმავე წელს საპყრობილიდან გაიქცა და სტამბოლს შეაფარა თავი; აქ ის სულთნის სამსახურში ჩადგა "ქიორ-ბეგის" სახელით; 1784 წელს სულთნის მხარდაჭერით დაიმედებული იმერეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია; 1785 წელს იმერეთის მეფემ დავით II-მ გიორგი რაჭის ერისთავი ოსმალეთიდან მოიწვია და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავოს ერისთავად დასვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.32
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |