The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ქსნის ერისთავი

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Public official

Biography

ქსნის ერისთავი 1774-1777წწ., ყულარაღასი(მეფის მცველი); ხშირად ეურჩებოდა ერეკლე II-ს და ლეკთა დაქირავებული რაზმით არბევდა ქართლის სოფლებს; 1777 წელს აჯანყდა და ქსნის საერისთავოს ციხეები გაამაგრა; ერეკლე II-მ შესარიგებლად მოციქულები გაუგზავნა, მაგრამ გიორგი ქსნის ერისთავი არ დაემორჩილა; მაშინ მეფემ გიორგი და ლევან ბატონიშვილების მეთაურობით ჯარი გაგზავნა საერისთავოში. მათ საერისთავოს ციხეები აიღეს, ერისთავი შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს(1777 დეკემბერი); ერეკლე II-მ გიორგი ქსნის ერისთავს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ საერისთავო გააუქმა, მისი დიდი ნაწილი სახასოდ გამოაცხადა და გიორგი და იულონ ბატონიშვილებს გადასცა; ერისთავის შვილებს დარჩათ მცირე მამული გვერდისძირზე და შიდა ქართლში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.32


Share: