| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ნაკაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: კოკჩეტავის ოლქი, ყაზახეთი. დაამთავრა ქ. ვოროშილოვგრადის სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს. 1976-1978წწ. "საქთევზპრომის" მუშა; 1998 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 1988-2009წწ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 2001-2003წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ანესთეზია-რეანიმატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; იგი ქართულ და უცხოურ ჟურნალებში დაბეჭდილი 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. არის რამდენიმე სამეცნიერო სიმპოზიუმის აქტიური მონაწილე: რუსეთი-მოსკოვი (1997), დაგომისი (ქ. სოჭთან, 2002), გერმანია -ესსენი (2002), შვეცია-სტოკჰოლმი-გეტებორგი (2003), აშშ- ნიუ-იორკი, ვაშინგტონი (2001). იგი აქტიური საზოგადო მოღვაწეა-იყო ქ. ბათუმის საკრებულოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე და ხოლო შემდეგ,1999-2004წწ. ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე; მან პირველმა დააარსა კერძო, დამოუკიდებელი კლინიკა "პარაცელსი" (1995) და არის მისი უცვლელი ხელმძღვანელი. კლინიკაში დანერგილია ბიოქიმიური კვლევის მეთოდებიც. 2009 წლიდან შპს "ჯანმრთელობის ცენტრ მედინას" განყოფილების გამგე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 2014-2015წწ. უნივერსიტეტი "ბაუ ინტერნეიშნალ უნივერსითის" რექტორის მოადგილე; 2016-2020წწ. მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, ბათუმის №72 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატი (1997), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის ინგრედიენტთა სტრუქტურულ-ციტოქიმიური ცვლილებები ტრავმული შოკის მკურნალობის ეტაპებზე", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტრავმული გენეზის კრიტიკული მდგომარეობის დროს სხვადასხვა ორგანოში განვითარებული მორფოფუნქციური ცვლილებები და მათზე პლაფერონ ლბ-ს გავლენა", დაიცვა 2003 წელს. გამოცდილი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.355; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.909-910 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

