შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი (ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი)![]()
ბიოგრაფიასაქართველოს სამეფო კარის ვაზირი დაახლოებით 1104-1118წწ., მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელის პირველი მფლობელი; იყო რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1104) აქტიური მონაწილე და მეფის პოლიტიკის გამტარებელი; ქმედით მონაწილეობას იღებდა ქვეყნის მრთვა-გამგებლობაში; მისი მცდელობითა და ხელმძღვანელობით სამეფოს შემოუერთეს სამშვილდე (1110) და რუსთავი (1115); იგი საქართველოში ყივჩაღთა ჩამოსახლების ერთ-ერთი მოთავე იყო; ამ მისიით იგი დავით აღმაშენებელთან ერთად ჩრდილოერთ კავკასიაში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.33
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |