შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1955 წელს. იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი (1974 წლიდან პროფესორი). მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ლაკონიური და მეტყველი ფორმები, უბრალოება, პლასტიკურობა, დეკორატიულობა, ეროვნული ტრადიციების ელემენტების ჰარმონიული შერწყმა თანამედროვე მხატვრულ ფორმებთან. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: საღვინე ჭურჭლები - "ირემი" (1960), "ხარი" (1963); გააფორმა წყაროები ზედაზენზე (1965), რიკოთის უღელტეხილზე (1966), წყალტუბოში (1966). კერამიკოსი, თანამედროვე ქართული შავკრიალა მოჭიქური კერამიკის ფუძემდებელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.557; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.178 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |